პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის უბნები და სკოლები განისაზღვრა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა. 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით პერიოდში, საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ. ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისი – 10 სასკოლო უბანი: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი. მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში, ასევე მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ… The post პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის უბნები და სკოლები განისაზღვრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →