სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სისტემური ხარვეზი. მათ შორის: სისტემური დაყოვნება – კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს; ქმედითი ღონისძიებების არარსებობა – მიუხედავად იმისა, რომ… The post სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →