ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.
ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
The post ავარია ზუგდიდში _ არიან დაშავებულები appeared first on გურია ნიუსი.