შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, დმანისის №3 საჯარო სკოლასა და ამამლოს საჯარო სკოლას 2000 ლარის ღირებულების ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია „ინსაიტი“ მომავალშიც გეგმავს დმანისელი ახალგაზრდებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების შეთავაზებას.