სიახლე
„მალე რუსეთში წავალ. კავშირებს ვინარჩუნებთ“- ნიკოლ ფაშინიანი
მედიაცენტრი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. „მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. ფაშინიანმა დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება. 23 მარტს ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება. The post „მალე რუსეთში წავალ. კავშირებს ვინარჩუნებთ“- ნიკოლ ფაშინიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.