ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა. ზელენსკის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. „ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ამ სფეროში უკრაინას გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ. დეტალებს ჩვენი გუნდები შეაჯერებენ“, – წერს ზელენსკი X-ზე. The post ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →