ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ
ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, კიევში ჩასვლის შემდეგ ექსპერტები ვერ ახერხებენ დაზიანებულ ადგილამდე მისვლას, რადგან უკრაინას ჯერჯერობით საჭირო ნებართვა არ გაუცია. ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა. The post ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →