სიახლე

ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა

მედიაცენტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა. როგორც ორბანი ამბობს, გაზის მიწოდება უკრაინისთვის შეჩერებული იქნება მანამ, სანამ უნგრეთი უკრაინის გავლით ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიღებას არ დაიწყებს. „სანამ უკრაინა არ გვაწვდის ნავთობს, ისინი უნგრეთიდან გაზს არ მიიღებენ. დავიცვათ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება, დავიცვათ ფასები ბენზინსა და გაზზე“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვალში, უნგრეთმა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეაჩერა. The post ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი