თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად ლევან მესხია დაინიშნა. მესხიამ ამ თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძე შეცვალა. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საკადრო ცვლილებების შესახებ და წარმოგიდგინოთ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ლევან მესხია, რომელიც სპეციალობით სამართალმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ლევან მესხიას გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის მერიას და ჩვენს ქალაქს. მინდა წარმატებები ვუსურვო… The post თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →