სიახლე

გიორგი სვანიძე: ბოლნისისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ერთობა დაურთიერთპატივისცემა

რეგიონალური სიახლეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მუსლიმ თანამოქალაქეებსდღესასწაულებს ულოცავს და თანადგომისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღეები წელს ქვეყნისთვისმძიმე პერიოდს დაემთხვა. „ჩვენს მუსლიმ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს, მოგვიანებით, თუმცაგულითადად ვულოცავ რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს.წელს ეს დღეები დაემთხვა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს – ილია II-ისგარდაცვალებასა და ეროვნულ გლოვას.ბოლნისისთვის...

პირველწყარო →

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე
სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მუსლიმ თანამოქალაქეებს
დღესასწაულებს ულოცავს და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღეები წელს ქვეყნისთვის
მძიმე პერიოდს დაემთხვა.

„ჩვენს მუსლიმ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს, მოგვიანებით, თუმცა
გულითადად ვულოცავ რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს.
წელს ეს დღეები დაემთხვა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს – ილია II-ის
გარდაცვალებასა და ეროვნულ გლოვას.
ბოლნისისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ერთობა და ურთიერთპატივისცემა.
საკრებულოს სახელით მადლობას ვუხდი მუსლიმ თემს თანადგომისა და საერთო
მწუხარების გაზიარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ერთობას.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულებს! მშვიდობას, ჯანმრთელობასა და
ბარაქას გისურვებთ თითოეულ ოჯახში,“ – აღნიშნავს გიორგი სვანიძე.


მსგავსი