სიახლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მოგვიანებით, თუმცა დიდი პატივისცემით ულოცავს მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულებს

რეგიონალური სიახლეები

,,გვსურს, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნოთ ის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რომელიც მუსლიმმა თემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინა. საერთო მწუხარების ჟამს მათი მხრიდან საზეიმო ღონისძიებების გაუქმება ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთპატივისცემის, მტკიცე ერთიანობისა და ძმობის თვალსაჩინო მაგალითია. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს.”- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

პირველწყარო →

,,გვსურს, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნოთ ის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რომელიც მუსლიმმა თემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინა. საერთო მწუხარების ჟამს მათი მხრიდან საზეიმო ღონისძიებების გაუქმება ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთპატივისცემის, მტკიცე ერთიანობისა და ძმობის თვალსაჩინო მაგალითია.

თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს.”- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია


მსგავსი