“ნიუ იორკ თაიმსმა” ილია მეორეს ვრცელი სტატია მიუძღვნა — Cnoba
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, “ნიუ იორკ თაიმსი”ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან: “პატრიარქი ილია II, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მას ქვეყნის ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად აქცევდა, 17 მარტს გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. საქართველოს მთავრობამ ხუთდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, რომელიც კვირას კულმინაციას მიაღწევს, როდესაც პატრიარქს თბილისის უძველეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ოთხშაბათს, ათასობით ქართველი მიჰყვებოდა პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენების პროცესიას. როდესაც საქართველო საბჭოთა რეპრესიებიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობაზე გადასვლის გზას გადიოდა, ილია II-მ ერს უწყვეტობისა და სულიერი…