“საქართველოში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს” — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Mar 2026, 07:30

ბოლო დღე­ებ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ კენ­ტერ­ბე­რი­ში პა­ნი­კაა. ის, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი მხი­ა­რუ­ლე­ბით და­ი­წყო, ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპი­დე­მი­ად იქცა. მე­ნინ­გი­ტის აგ­რე­სი­ულ­მა შტამ­მა სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ორი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 20-მდე ადა­მი­ა­ნი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ფე­რი ერთი კლუ­ბი­დან და­ი­წყო ექი­მე­ბი ამ მოვ­ლე­ნას „სუ­პერ-გავ­რცე­ლე­ბას“ უწო­დე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­ის კე­რად ღა­მის კლუ­ბი Club Chemistry და­სა­ხელ­და. ვა­რა­უ­დო­ბენ, […] The post “საქართველოში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს” appeared first on გურია ნიუსი.

ბოლო დღე­ებ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ კენ­ტერ­ბე­რი­ში პა­ნი­კაა. ის, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი მხი­ა­რუ­ლე­ბით და­ი­წყო, ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპი­დე­მი­ად იქცა. მე­ნინ­გი­ტის აგ­რე­სი­ულ­მა შტამ­მა სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ორი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 20-მდე ადა­მი­ა­ნი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა.

ყვე­ლა­ფე­რი ერთი კლუ­ბი­დან და­ი­წყო

ექი­მე­ბი ამ მოვ­ლე­ნას „სუ­პერ-გავ­რცე­ლე­ბას“ უწო­დე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­ის კე­რად ღა­მის კლუ­ბი Club Chemistry და­სა­ხელ­და. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 5-დან 7 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში, კლუბ­ში შეკ­რე­ბილ ახალ­გაზ­რდებს შო­რის ბაქ­ტე­რია ელ­ვი­სე­ბუ­რად გავ­რცელ­და. სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მო აღ­მოჩ­ნდა და­ა­ვა­დე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით და ახლო კონ­ტაქ­ტით გა­და­დის.

ორი გა­წყვე­ტი­ლი სი­ცო­ცხლე

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის 16 წლის ჯუ­ლი­ე­ტა, სკო­ლის მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, და 21 წლის სტუ­დენ­ტი კენ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ორი­ვე მათ­გა­ნი და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­ღუ­პა. გარ­და ამი­სა, ექი­მე­ბი ახლა 9 თვის ჩვი­ლის სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

რა­ტომ არის მე­ნინ­გი­ტი ასე­თი ვე­რა­გი?

მე­ნინ­გი­ტი ტვი­ნი­სა და ზურ­გის ტვი­ნის დამ­ცა­ვი გარ­სე­ბის ან­თე­ბაა. მისი მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა სის­წრა­ფეა. ექ­სპერ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ: ამ და­ა­ვა­დე­ბას ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა 24 სა­ათ­ში შე­უძ­ლია. ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს ჰგო­ნი­ათ, რომ უბ­რა­ლო გრი­პი აქვთ, თუმ­ცა რო­დე­საც მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა, წა­მე­ბი წყვეტს ყვე­ლა­ფერს.

ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს:

  • გა­უ­საძ­ლი­სი თა­ვის ტკი­ვი­ლი და მა­ღა­ლი სი­ცხე;
  • კის­რის გა­შე­შე­ბა (როცა ნი­კა­პის მკერ­დზე მიბ­ჯე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია);
  • სი­ნათ­ლის აუ­ტან­ლო­ბა;
  • და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნა­ყა­რი (თუმ­ცა ეს სიმპტო­მი ყო­ველ­თვის არ ვლინ­დე­ბა).

ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კო­ვიდ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დო­ნემ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იკლო. ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ გა­მო­ტო­ვა გეგ­მი­უ­რი აც­რე­ბი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში „იმუ­ნუ­რი ხვრე­ლი“ გა­ა­ჩი­ნა.

ამ­ჟა­მად კენ­ტერ­ბე­რი­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა: 5,000-ზე მეტ სტუ­დენტს სას­წრა­ფოდ ცრი­ან, ხოლო ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი რი­გებ­ში დგას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­სა­ღე­ბად, რათა და­ა­ვა­დე­ბის ჯაჭ­ვი გა­წყდეს.

ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მშობ­ლებ­სა და ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წო­დე­ბენ: ნუ და­ე­ლო­დე­ბით გა­მო­ნა­ყარს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ სიმპტო­მე­ბი მე­ნინ­გიტს ჰგავს, ყო­ვე­ლი წუთი გა­დამ­წყვე­ტია.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სოცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბოლო დღე­ებ­ში მას ბევ­რი უს­ვამს კი­თხვას ამ თე­მის შე­სა­ხებ, ამი­ტომ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას ავ­რცე­ლებს.

– ბევ­რი შე­კი­თხვაა ამ­ჟა­მად ბრი­ტა­ნეთ­ში მე­ნინ­გი­ტის შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზო­გა­დად ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტის შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ამ ეპი­და­ფეთ­ქე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა იმი­ტომ, რომ ინ­ფექ­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­და, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა ხოლ­მე, რად­გან მე­ნინ­გო­კო­კი მხო­ლოდ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტით გა­და­ე­ცე­მა. ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე დღე­ში 20 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2 ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლით, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­ში (University of Kent, Canterbury). შემ­თხვე­ვე­ბის ნა­წილ­ში გა­მოვ­ლინ­და მე­ნინ­გო­კო­კი B (MenB). ეს ქვე­ტი­პი არ შე­დის სტან­დარ­ტუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ში (MenACWY). ამი­ტომ ამ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სთა­ვა­ზო­ბენ სხვა ვაქ­ცი­ნას, რო­მელ­შიც ეს ტიპი შე­დის. მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის ეს აფეთ­ქე­ბა ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და სხვა ქვეყ­ნებ­ში არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თან შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს.

წყარო

The post “საქართველოში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური