ილია მეორის ინგუში შვილობილი _ “მე დღეს მამა მომიკვდა”… — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Mar 2026, 06:01

17 მარ­ტის სა­ღა­მოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლო­ბა – ვინ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან, ვინ – ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან – ვერ ვშორ­დე­ბო­დით და მდუ­მა­რედ ვუს­მენ­დით, რას გა­მოგ­ვი­ცხა­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მღვდელმთავ­რე­ბი. აშ­კა­რად ჩან­და, რომ უწ­მინ­დე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ… ჯი­უ­ტად არ გვტო­ვებ­და იმე­დი, რომ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე არ მიგ­ვა­ტო­ვებ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი… მა­ინც მძი­მე აღ­მოჩ­ნდა სი­ნამ­დვი­ლე – უწ­მინ­დე­სი უფ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზას და­ად­გა! […] The post ილია მეორის ინგუში შვილობილი _ “მე დღეს მამა მომიკვდა”… appeared first on გურია ნიუსი.

17 მარ­ტის სა­ღა­მოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლო­ბა – ვინ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან, ვინ – ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან – ვერ ვშორ­დე­ბო­დით და მდუ­მა­რედ ვუს­მენ­დით, რას გა­მოგ­ვი­ცხა­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მღვდელმთავ­რე­ბი. აშ­კა­რად ჩან­და, რომ უწ­მინ­დე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ… ჯი­უ­ტად არ გვტო­ვებ­და იმე­დი, რომ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე არ მიგ­ვა­ტო­ვებ­და.

სა­ბო­ლო­ოდ კი… მა­ინც მძი­მე აღ­მოჩ­ნდა სი­ნამ­დვი­ლე – უწ­მინ­დე­სი უფ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზას და­ად­გა! ბევ­რი ტკი­ვი­ლი შემ­ხვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში, თუნ­დაც უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მაგ­რამ… ეს სულ სხვა ამ­ბა­ვი იყო – სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ერს გარ­და­ეც­ვა­ლა უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი პატ­რი­არ­ქი, დე­და­მი­წა­ზე­ვე ღვთი­უ­რად სა­ხელ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩვენს ერთი ციდა ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი ცო­ცხა­ლი წმინ­და­ნი ჰყავ­და და თა­ნაც – ქვეყ­ნის პატ­რი­არ­ქი, ჩვე­ნი მა­ნუ­გე­შე­ბე­ლი და იმე­დი! მწამ­და, რომ იგი უკ­ვდა­ვი იყო და მუ­დამ ჩვენ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და… ში­გა­და­შიგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ვიჭ­ვრი­ტე­ბო­დი ხოლ­მე და ვცდი­ლობ­დი, ცუდ­ზე არ მე­ფიქ­რა, ეგებ… ეგებ… ეგებ…

მერე კი სწო­რედ ის მო­ვის­მი­ნეთ, რის გა­გე­ბა­საც ყვე­ლა­ნი გა­ვურ­ბო­დით და უცებ მივ­ხვდი, რომ კვლავ და­ვობ­ლდი. ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით მო­დი­ო­და და ვე­რაფ­რით ვა­ჩე­რებ­დი… წარ­მო­მიდ­გე­ნია, ყვე­ლა რო­გორ გა­ნიც­დის და რო­გორ გლო­ვობს ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

უცებ “ფე­ის­ბუქ­ში“ ინ­გუ­ში ამინ შა­დი­ჟე­ვის კო­მენ­ტა­რი შევ­ნიშ­ნე და პირ­ვე­ლი სამ­ძი­მა­რიც მას ვუ­თხა­რი – ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქის ინ­გუშ შვი­ლო­ბილს. ამი­ნი წლე­ბის წინ თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნი და ინ­ტერ­ვი­უც ჩავ­წე­რე მას­თან. მას შემ­დეგ ში­გა­და­შიგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მო­ვი­კი­თხავ­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს. უწ­მინ­დე­სი­სა და ამი­ნის ოჯა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას საკ­მა­ოდ დიდი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც თა­ვად ამი­ნის­გან მო­ვის­მი­ნე.

  • უწ­მინ­დე­სი­სა და შა­დი­ჟე­ვე­ბის ამ­ბა­ვი
უწ­მინ­დე­სის მამა გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი და ბა­ბუა დე­დის მხრი­დან – მე­წარ­მე­ე­ბი ყო­ფი­ლან და იმ­ხა­ნად ინ­გუ­შე­თის ქა­ლაქ სლე­პცოვ­სკში ბიზ­ნე­სი ჰქო­ნი­ათ – სა­ცხო­ბე­ბის ქსე­ლი. დიდი ხნის წი­ნათ, 1920-იან წლებ­ში, ისი­ნი ჩეჩ­ნებს გა­უ­ტაც­ნი­ათ და ამი­ნის წი­ნაპ­რებს გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ. ამი­ნიც სწო­რედ იმ ქა­ლაქ­ში, სლე­პცოვ­სკში ცხოვ­რობს. შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და 100 წლის წი­ნათ უწ­მინ­დე­სი­სა და ამი­ნის წი­ნაპ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბაც სწო­რედ ამ ქა­ლა­ქი­დან და­წყე­ბუ­ლა, 100 წლის შემ­დეგ კი მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი ისევ ამ ქა­ლაქ­მა შე­ახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს…

ამინ­მა მი­ამ­ბო, რომ ინ­გუ­შე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი რუს­ლან აუ­შე­ვი პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში და სწო­რედ მის­თვის უკი­თხავს უწ­მინ­დესს შა­დი­ჟე­ვე­ბის ოჯა­ხის ამ­ბა­ვი. შა­დი­ჟე­ვე­ბის გვა­რი ცნო­ბი­ლია ინ­გუ­შეთ­ში, და არა მარ­ტო იქ.

განაგრძეთ კითხვა

The post ილია მეორის ინგუში შვილობილი _ “მე დღეს მამა მომიკვდა”… appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური