ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მეუფე შიო მართავს – როდის გაიხსნება პატრიარქის ანდერძი?! — Cnoba
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს. სწორად ამას ითვალისწინებს გამგეობის დებულება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება ირჩევს. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. ანდერძის აღსრულება და ი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. 40 დღის შემდეგ, არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე… The post ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მეუფე შიო მართავს – როდის გაიხსნება პატრიარქის ანდერძი?! appeared first…