I კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 17 Mar 2026, 16:38

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება. ცვლილების თანახმად, კანონის გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე – პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება არასრულწლოვანს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ზვიად გაბისონიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ერთჯერადია და ვრცელდება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელზე და არ ცვლის კანონით დადგენილ ზოგად წესს. The post I კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური