პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა — Cnoba

GuriaNews სიახლე 17 Mar 2026, 15:24

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს. კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ორ ძირითად საკითხს მოიცავს – სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის სრულიად […] The post პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ორ ძირითად საკითხს მოიცავს – სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის სრულიად ახლებურ მოდელზე და უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივ გადასვლას.

ცვლილებების თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა.

როგორც ირინა წაქაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონი ითვალისწინებს, 1 აპრილიდან სრულად დაინერგოს უანგარო დონაცია, თუმცა, რადგან ამ ეტაპზე არც სექტორი და არც საზოგადოება ამისთვის მზად არ არიან, დონაციის პრინციპებზე გადასვლა ეტაპობრივად – 2030 წლის 1 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

The post პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური