ე.წ კანონიერი ქურდი “ბაბუ” მილიონიან დავებს წყვეტდა – ფარული ჩანაწერები — Cnoba

News.ge სიახლე 17 Mar 2026, 11:28

მილიონიანი საქმეების ბედს “კრიმინალური ავტორიტეტები” წყვეტდნენ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ე.წ კანონერ ქურდ – ასლან ქობულაძესთან იგივე “ბაბუსთან” გადასაწყვეტო მილიონიანი დავები წაიღეს. საუბარია 450 000 დოლარიან დავაზე (დაახლოებით 1 220 000 ლარი). ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის გინება, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა. დღეს შსს-სმ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა – გელაძის უწყების ცნობით, “ქურდულ […]

მილიონიანი საქმეების ბედს “კრიმინალური ავტორიტეტები” წყვეტდნენ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ე.წ კანონერ ქურდ – ასლან ქობულაძესთან იგივე “ბაბუსთან”   გადასაწყვეტო მილიონიანი დავები წაიღეს. საუბარია 450 000 დოლარიან დავაზე (დაახლოებით 1 220 000 ლარი). ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის გინება, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა.

დღეს -სმ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა – გელაძის უწყების ცნობით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი ქალია. 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.


რელევანტური