ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 17 Mar 2026, 09:38

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებისა და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. დაუნინგ სტრიტზე აღნიშნეს, რომ ლონდონს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც ეწვევა, რათა სტარმერთან და ზელენსკისთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ამასთან, ესპანური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მადრიდში ჩავა, სადაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდება. The post ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური