უჩა ნანუაშვილი სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს — Cnoba
ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ნანუაშვილმა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა. „მისვლას არ ვაპირებ. ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მსურდა. დიახ, მოვითხოვე გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილმა „ფეისბუქზე“ თავად დაწერა. მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული. The post უჩა ნანუაშვილი სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.