მამაკაცმა სიმამრი მოკლა, სიდედრი კი გააუპატიურა _ შემზარავი დანაშაულის დეტალები — Cnoba

GuriaNews სიახლე 17 Mar 2026, 08:34

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის […] The post მამაკაცმა სიმამრი მოკლა, სიდედრი კი გააუპატიურა _ შემზარავი დანაშაულის დეტალები appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.

The post მამაკაცმა სიმამრი მოკლა, სიდედრი კი გააუპატიურა _ შემზარავი დანაშაულის დეტალები appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური