სახალხო დამცველი – ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილური იყოს — Cnoba

GuriaNews სიახლე 17 Mar 2026, 07:45

იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ბევრი ადამიანი უკავშირდება და შეწუხებულები […] The post სახალხო დამცველი – ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილური იყოს appeared first on გურია ნიუსი.

იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ბევრი ადამიანი უკავშირდება და შეწუხებულები არიან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, ბევრი ადამიანი მიკავშირდება და შეწუხებულია ამ ამბით. ბუნებრივია, ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს, საბოლოოდ, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამის იმედი მაქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნა იოსელიანმა.

The post სახალხო დამცველი – ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილური იყოს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური