სანდრო ბარამიძე: კობახიძე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ დანაშაულის, რაც იქნა ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე (ვიდეო) — Cnoba

News.ge ვიდეო 16 Mar 2026, 18:45

“კობახიძე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ დანაშაულის, რაც იქნა ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამძემ განაცხადა. ის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღიარა, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, მოქალაქეების მიმართ “არაჰუმანური მოპყრობა” და “გადაცდომა” მოხდა. სანდრო ბარამიძემ საუბრისას საზოგადოებას შეახსენა, რომ 2024 წლის დეკემბერში “კობახიძე სისტემატიურად იმეორებდა, რომ პოლიცია უფრო მაღალი სტანდარტით […]

არის ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ დანაშაულის, რაც იქნა ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამძემ განაცხადა.

  • ის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღიარა, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, მოქალაქეების მიმართ “არაჰუმანური მოპყრობა” და “გადაცდომა” მოხდა.

სანდრო ბარამიძემ საუბრისას საზოგადოებას შეახსენა, რომ 2024 წლის დეკემბერში “კობახიძე სისტემატიურად იმეორებდა, რომ პოლიცია უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდა, ვიდრე -ში საფრანგეთში და ა.შ.”.

მისივე თქმით, თუ საპოლიციო ძალების მხრიდან “გადაცდომა და დანაშაული” მოხდა, ისინი არათუ სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ, არამედ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაწყებულიყო. 

კობახიძე რას ამბობს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კობახიძე უბრალოდ ცრუობს. მე გაგახსენებთ, რომ ახლა, მხოლოდ 2024 წლის დეკემბრიდან, წელიწადის და თითქმის 4 თვის მერე თქვა მან, რომ ადგილი ჰქონდა თურმე “გადაცდომას” და “დანაშაულის ნიშნებსაც” და თურმე ამასთან დაკავშირებით მომხდარა საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში. რას ამბობდა ოღონდ კობახიძე 2024 წლის დეკემბერში ახლა შევახსენებ მასაც და მთელ საზოგადოებასაც, ის სისტემატიურად იმეორებდა, ერთხელ კი არ თქვა, რომ პოლიცია თურმე მოქმედებდა უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს დემოკრატიულ ქვეყნებში, შეერთებულ შტატებშიო, საფრანგეთშიო და ა.შ., მადლობები უხადა და ბოლოს, მან და პაპუაშვილმა წარადგინეს, ე.წ. პრეზიდენტის წინაშე, ღირსების ორდენზე. 

… “გადაცდომა და დანაშაულიც ჩაუდენიათ” და “გადაცდომა და დანაშაული” თუ ჩაუდენიათ, მაშინ ისინი უბრალოდ სამსახურიდან კი არ უნდა მოხსნილიყვნენ, მათ მიმართ დევნა უნდა დაწყებულიყო. ეს ყველაფერი არის ერთმანეთის გამომრიცხავი ფრაზები, რასაც კობახიძე ამბობს და კობახიძე რას ამბობს ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კობახიძე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ დანაშაულის, რაც იქნა ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. როგორ კვალიფიკაციას მისცემენ იმ სისასტიკეს, რომელიც მასობრივ, ფართომასშტაბიან, მეთოდურ სისასტიკეს ქართველი ხალხის მიმართ, ამაზე კვალიფიკაციას მისცემს სულ სხვა ორგანოები, ან სხვა ქვეყნების სასამართლოები, ან საერთაშორისო სასამართლოები,” – განაცხადა სანდრო ბარამიძემ. 


რელევანტური