ქეთი მოლაშვილი: აი ამ ადამიანს: 10 მნლ აღებული აქვს სახელმწიფოსგან; ნახევარი მლნ უკან დაუბრუნა პარტიას; მისი კომპანია, ტოპ 10-ში გადის იმ ღვინის კომპანიებში, რომელსაც რუსეთში გააქვს ღვინო — Cnoba

News.ge სიახლე 16 Mar 2026, 18:51

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი: აჰ, ახლა გითხრათ, კახელებს ვენახის გაშენებაზე აკრძალვა რომ დაგვიწესეს, ჰო გახსოვთ ♡ ვინმემ თუ არ იცით, მოგახსენებთ: მოკლედ, ქ.ოცნებას უნდა შეუთანხმო ვაზი გააშენო თუ არა და თუ ნებართვას არ მოგცემს, ვერ გააშენებ. თქვენ გგონიათ ვიგონებ რამეს?! 1 მაისიდან ასე იქნებაო. დღეს ვუსმენდი ტელევიზორს და შემომესმა, რომ ეს კაცი საუბრობდა, მეთქი ეეე […]

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
აჰ, ახლა გითხრათ,
კახელებს ვენახის გაშენებაზე აკრძალვა რომ დაგვიწესეს, ჰო გახსოვთ ♡
ვინმემ თუ არ იცით,
მოგახსენებთ:
მოკლედ, ქ.ოცნებას უნდა შეუთანხმო ვაზი გააშენო თუ არა
და თუ ნებართვას არ მოგცემს, ვერ გააშენებ.
თქვენ გგონიათ ვიგონებ რამეს?!
1 მაისიდან ასე იქნებაო.
დღეს ვუსმენდი ტელევიზორს
და შემომესმა,
რომ ეს კაცი საუბრობდა,
მეთქი ეეე
ეს ის კაცი არაა,
“რატო ხართ ხალხო ღარიბები,
მინის ბოთლი ვერ გიყიდიააათ”..
ყური დავუგდე და ნახეთ რას ამბობდა:
ჩვენაო კაცო,
მივესალმებითო,
რომ ჭარბი რაოდენობით არ მოხდეს წარმოებაო 🫠
ახლა რა ხდება, ამ კანონპროექტის ინიციატორი ყოფილა ბიზნესმენთა ჯგუფი,
უფრო სწორედ ბიძინას კარის ბიზნესმენები,
კერძოდ კი ეს ადამიანიც ♡
აი ამ ადამიანს:
✅️ 10 მნლ აღებული აქვს სახელმწიფოსგან
✅️ ნახევარი მლნ უკან დაუბრუნა პარტიას
✅️ მისი კომპანია, ტოპ 10-ში გადის იმ ღვინის კომპანიებში, რომელსაც რუსეთში გააქვს ღვინო ♡
და რავი, რატომაც არა,
აუკრძალონ რიგით მოქალაქეებს ღვინის წარმოება და გაყიდვა,
ბარემ მარტო ეგენი ხეირობდნენ?!
ჰოდა ხალხო, არ უნდა ბიძინას კარის ბიზნესს, რიგითმა ხალხმაც რომ იხეიროს,
არ უნდა კახელმა გლეხმაც მოიყვანოს ვაზი.
აბდლები თუ არ არიან,
რაღა სხვების განვითარებას ხელი შეუწყონ,
ბარემ აუკრძალონ გაშენება,
თავად ჰო აწარმოებენ უკვე ღვინოს და სხვას რაღად უნდა?!
არადა სინამდვილეში,
სახელმწიფო მონოპოლიას უნდა კრძალავდეს, რიგით გლეხს აძლევდეს ვენახის გაშენების ნებართვას, აძლევდეს ღვინის ჩაოსასხმელ ტექნიკას და ბიზნესს უწესებდეს კვოტებს.
რატომ?
იმიტომ, რომ ღვინის სამშობლო ვართ ქოცო,
8000 წლიანი ღვინის დაყენების ტრადიციით
და ქართველ კაცს, ვენახის გაშენებას ვერ აუკრძალავ,
გაიგე?!
მოვა მერე , ეს კარის ბიზესმენები, პარტიას მისცემენ ერთ-ორ მილიონს, პარტია ამ გაღარიბებულ ხალხს ჩამოურიგებს კაპიკებს,
ხალხს იყიდის
და ასე აშენდება ქოცის ქვეყანა:
ხალხი გაღარიბებული,
მშიერი,
უუფლებო..
მაძღარი მხოლოდ ბიძინა,
მისი კარის პოლიტიკოსები
და ბიზნესმებები.
ჭირი იქა,
ქატოც იქა,
ყველაფერი ცუდიც იქა,
დამპალი რუსული იმპერიის საცეცებთან!
#დიდქოცობისბნელიწლები #დამპალირუსულიიმპერია

რელევანტური