„შეიძლება გადავავადოთ“ – პრემიერი პლასტიკატის აკრძალვაზე — Cnoba
2026 წლის 1 ივლისიდან, კვების ობიექტებს მომხმარებლებისთვის პლასტიკატის ბოთლებით სასმლის მიყიდვა ეკრძალებათ, 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასტიკატის ბოთლებში სასმელების წარმოებაც იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიზნესი აცხადებს, რომ შუშის ბოთლებში ჩამოსხმა პროდუქციას გააძვირებს და გარდა აღნიშნულისა, არის სექტორები, სადაც წარმოუდგენელია შუშის ბოთლებით მომსახურება. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება. მისივე თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს. „ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ… The post „შეიძლება გადავავადოთ“ – პრემიერი პლასტიკატის აკრძალვაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.