სიახლე

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ბავშვთა ტურნირს – „მეგობრობის თასს“ მასპინძლობს

რეგიონალური სიახლეები

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ახალ ინიციატივას იწყებს და ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს – „მეგობრობის თასს“ გამართავს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2015 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები: ჭიათურა, ალბატროსი, ვიკინგები და ალგეთი. ტურნირი ერთდღიანი იქნება. გუნდები კენჭისყრით შემთხვევითი შერჩევით დაწყვილდებიან. გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს. ტურნირი „ალგეთი არენაზე“ გაიმართება.

პირველწყარო →

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ახალ ინიციატივას იწყებს და ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს – „მეგობრობის თასს“ გამართავს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2015 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები: ჭიათურა, ალბატროსი, ვიკინგები და ალგეთი.

ტურნირი ერთდღიანი იქნება. გუნდები კენჭისყრით შემთხვევითი შერჩევით დაწყვილდებიან. გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.

ტურნირი „ალგეთი არენაზე“ გაიმართება.


მსგავსი