სიახლე
ზელენსკი მაკრონს შეხვდება
მედიაცენტრი
ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხსა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასევე, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც იმსჯელებენ. The post ზელენსკი მაკრონს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.