სიახლე

ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს

MegaTV

ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. ,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე ყვავილების მაღაზიაშიც კი შემოვიდოდა მოსაპარად. ყველაზე მეტად კი ერთი კითხვა მაწუხებს — სად არიან ამ დროს მშობლები? დილით 6 საათზე შვილი რომ სახლში არ […]

პირველწყარო →

ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა.

,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს.
შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი

სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე ყვავილების მაღაზიაშიც კი შემოვიდოდა მოსაპარად.

ყველაზე მეტად კი ერთი კითხვა მაწუხებს —
სად არიან ამ დროს მშობლები?
დილით 6 საათზე შვილი რომ სახლში არ არის, როგორ შეიძლება მშვიდად იყოთ?

რატომ არ ვასწავლით შვილებს, რომ სხვისი შრომის პატივისცემა აუცილებელია?
რომ სხვისი ქონების დაზიანება და მოპარვა არ შეიძლება?” – წერს სოციალურ ქსელში გვერდი ,,კესანეს ყვავილები”.


მსგავსი