სიახლე

პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა

Batumelebi

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში. შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის. The post პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა appeared first on Batumelebi.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი