სიახლე

ერდოღანის დამხობის მოწოდების გამო პოპ-მუსიკის ლეგენდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მედიაცენტრი

თურქეთში, “პრეზიდენტის შეურაცხყოფის და დამხობის მოწოდების” ბრალდებით პოპ-მუსიკის ლეგენდის, ჰანდე იენერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, მომღერალი გასულ წელს კონცერტებზე, დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირებაში იღებდა მონაწილეობას. საუბარია 2025 წლის მაისში ჩატარებულ კონცერტებზე. ჰანდე იენერი ჩვენების მისაცემად დაიბარეს. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა კრიმინალურ ქმედებად არის მიჩნეული. The post ერდოღანის დამხობის მოწოდების გამო პოპ-მუსიკის ლეგენდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი