სიახლე
ირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის
მედიაცენტრი
ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის. ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ცნობით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები აღარ განხორციელდეს. „მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა. ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება „უპირობო დანებების“ შესახებ, „ოცნებას წარმოადგენს“. The post ირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.