სიახლე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

მედიაცენტრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. „საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა სერგო მეთოფიშვილი“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. სერგო მეთოფიშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა. ის საკონსტიტუციო სასამართლოში თეიმურაზ ტუღუშს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ნოემბერს ეწურება. The post საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი