„რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა“ – პროკურორი
მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო გრძელდება. პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულების, მათ შორის ნია იმნაძის დანაშაულს ადასტურებს. ბრალდების მხარის ცნობით, საქმის მასალები მოიცავს სატელეფონო ამონაწერებს, ანძების მონაცემებსა და მოწმეთა ჩვენებებს. პროკურორმა აღნიშნა, რომ ნია იმნაძემ თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან ვითომდა არასათანადო ქცევის შესახებ აცნობა, რასაც შემდგომში მკვლელობა მოჰყვა. საგამოძიებო უწყება იმნაძესა და გიორგი მალანიას დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილავს. „საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ… The post „რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა“ – პროკურორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →