თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს
თბილისში, კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის მუხლებით განხორციელდა. დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ჩხრეკა ღამის 03:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში განხორციელდა, თუმცა ბინის ჩხრეკისას უკანონო ნივთები ან ფული ამოღებული არ ყოფილა. „გუშინ მოხდა დაკავება. პარალელურ რეჟიმში მოხდა ორივეს დაკავება – შესაბამისად, მე ერთ-ერთის დაკავებას ვესწრებოდი, თუმცა ორივეს ინტერესებს ვიცავ. ყოველ შემთხვევაში, მე ვის დაკავებასაც ვესწრებოდი იმას ძალადობას ედავებიან. რაც შეეხება მეორე ძმას, სამწუხაროდ, ამ დროისთვის არ მაქვს მასალები და არც ცნობილია… The post თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →