ბათუმში ავტომობილი 80 წლის ქალს დაეჯახა
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, დაახლოებით 80 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნ. ფ., ზებრაზე გადადიოდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. „მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა, ქალბატონს შეხედა, შემდეგ კვლავ ჩაჯდა მანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდა“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ნანული მძიმე მდგომარეობაშია, ის კომაში იმყოფება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ოჯახის ცნობით, პაციენტს ესაჭიროება III დადებითი სისხლის ჯგუფის სისხლი. მსურველებს სისხლის ჩაბარება ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში შეუძლიათ. The post ბათუმში ავტომობილი 80 წლის ქალს დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →