სიახლე

25 სექტემბერს მარნეულში „მარნეულობა 2026“ გაიმართება!

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება. 🎭 სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული პროგრამა. 🍇 ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფათირის ცხობის მასტერკლასი, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება.

🎭 სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული პროგრამა.

🍇 ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფათირის ცხობის მასტერკლასი, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული ეთნოკულინარიული სივრცეები.

🎤 საკონცერტო პროგრამა 14:30 საათიდან დაიწყება. მონაწილეობენ შაბან მამედოვი, სოფო ბედია, „ქართული ხმები“, აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი DAMLA და DJ Sako.

🎆 20:00 საათზე — სადღესასწაულო ფოიერვერკი!

🚌 ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.


მსგავსი