სიახლე

“ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც” – კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც” – კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე “რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს”, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას. მისივე განმარტებით, შეუძლებელია ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს. “შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ […] “ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც” – კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც” – კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე

“რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს”, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.

“შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროენდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც” – კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე
პარალელი


მსგავსი