პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 10 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პროკურატურის… The post პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →