სიახლე

,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანი

Alia

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი; ,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა: ● აუცილებლად ვახსენებთ სიტყვა “ეგზისტენციალურს”; თუნდაც უკონტექსტოდ; ● ფსევდოლიბერალური – ეს სიტყვაც საჭიროა. რაღაცნაირი სხვა პეწი და შნო აქვს; ● აუცილებლად ვახსენებთ “ისტმატს”, “დიამატს”, “ფიზმატს”, “მეხმატს” და “შახმატს”; მაინც ვერავინ გაიგებს ეგენი რა შუაშია ან ჩაკითხვა ეუხერხულებათ; […] The post ,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანი appeared first on .

პირველწყარო →

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი;

,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

● აუცილებლად ვახსენებთ სიტყვა “ეგზისტენციალურს”; თუნდაც უკონტექსტოდ;
● ფსევდოლიბერალური – ეს სიტყვაც საჭიროა. რაღაცნაირი სხვა პეწი და შნო აქვს;
● აუცილებლად ვახსენებთ “ისტმატს”, “დიამატს”, “ფიზმატს”, “მეხმატს” და “შახმატს”; მაინც ვერავინ გაიგებს ეგენი რა შუაშია ან ჩაკითხვა ეუხერხულებათ;
● აქვე აუცილებელია რომელიმე გერმანელი ფილოსოფოსი. აი შოპენჰაუერი მაგალითად. თან შოპენია და თან რაარაცნაირად რუტგერ ჰაუერია – ორი ერთში. ამას ჩავამატოთ ფიხტე, ორი კონა კანტი და ნიცშე, ზემოდან მოვაყაროთ ცოტა კირკეგორი, ცოტა პაბლო ნერუდა, მარკესი და თომას მანი გემოვნებით;
● და აუცილებლად მუსიკა – ამ წამს რაც მახსენდება – ბახის ფუგები. ეგრევე მიაჭრი “დომინო” ან “მოდუსში” და კონსულტანტს ეუბნები “3 ცალი ბახის ფუგა”-თქო, თან ზემოდან ამატებ “შენთვის ახლა ბახის ფუგა ჩინურია და მაინც”, რომ ეგრევე მიხვდეს რაამხელა ინტელექტუალი დგას მის წინაშე.
● და ბოლოს – ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია ყველანაირი იუმორის და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის გრძნობა წაშლილი გქონდეს ადამიანს.

ეს ყველაზე ძნელია სხვათაშორის”

The post ,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანი appeared first on .


მსგავსი