“ევროკავშირს სურს კანადასთან თანამშრომლობა მაქსიმალურად გააღრმავოს” – ანტონიო კოშტა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, კანადასთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და ოტავასთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს. კოშტამ განმარტა, რომ „ასოცირებული წევრობის“ კონცეფცია გულისხმობს კოორდინირებულ, ერთობლივ მოქმედებას სავაჭრო სფეროს მიღმაც – მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური ტექნოლოგიების მიმართულებით. „ეს კონცეფცია, არსებითად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს კანადასთან დაკავშირებით უფრო მეტი გავაკეთოთ და მაქსიმალურად ერთობლივად ვიმოქმედოთ. არსებობს ერთი მცირე პრობლემა: გეოგრაფიულად ის არ არის ევროპული ქვეყანა და, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე – ხელოვნურ ინტელექტს… The post “ევროკავშირს სურს კანადასთან თანამშრომლობა მაქსიმალურად გააღრმავოს” – ანტონიო კოშტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →