სიახლე

პუტინმა კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, მარატ კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. მისალოც ტექსტში პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები „მოკავშირეობის სულისკვეთებით“ ვითარდება. რუსეთის პრეზიდენტი კვლავ უდასტურებს მხარდაჭერას საოკუპაციო რეჟიმს და აცხადებს, რომ მოსკოვი განაგრძობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. „მიიღეთ ჩემი ყველაზე გულითადი მილოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული ასახიერებს სიმამაცესა და გამძლეობას თქვენი ქვეყნის ხალხისა. რუსულ-სამხრეთოსური ურთიერთობა წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით. ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი კვლავაც ყველა ზომით გაუწევს თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და ხალხს“,… The post პუტინმა კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი