სიახლე

პაკისტანის საჰაერო დარტყმებს ავღანეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში პაკისტანის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. „თალიბანის“ პრესსპიკერის მოადგილის, ჰამდულა ფიტრატის განცხადებით, იერიშის შედეგად კუნარის პროვინციაში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა. პაკისტანურ მხარეს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბულია თებერვალში მომხდარი მწვავე შეტაკებების შემდეგ. ისლამაბადი ქაბულს იმ მეამბოხეების შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც საზღვრისპირა იერიშებს ახორციელებენ, ხოლო „თალიბანის“ მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს პაკისტანის შიდა პრობლემაა. The post პაკისტანის საჰაერო დარტყმებს ავღანეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი