სიახლე

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს

Alia

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს. არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში […] The post 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on .

პირველწყარო →

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს.

არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში მიყვანისთანავე 25 წლის მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისა და 3 პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თავდაპირველად ერთი პირი – დავით გოგიძე დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ორი სპეცრაზმელი და ერთი არასრულწლოვანი.

The post 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on .


მსგავსი