სააგენტო "პარალელი"
“სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილებისას, თუ მესაკუთრე არ იცვლება, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება საჭირო არ არის” – შსს მომსახურების სააგენტო
შსს მომსახურების სააგენტო სააგენტო განმარტებებს აკეთებს:
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილებისას, თუ მესაკუთრე არ იცვლება, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება საჭირო არ არის.
სერვისით სარგებლობისთვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან მისმა მინდობილმა პირმა საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
შესაცვლელი სახელმწიფო სანომრე ნიშნები;
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილი პირის შემთხვევაში – ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა).
“სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილებისას, თუ მესაკუთრე არ იცვლება, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება საჭირო არ არის” – შსს მომსახურების სააგენტო
პარალელი