სიახლე

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

GuriaNews

"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს. "აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე. საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ",_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი