რა შესთავაზა განათლების სამინისტრომ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა. თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება. კერძოდ: • რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის; • რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.… The post რა შესთავაზა განათლების სამინისტრომ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →