,,ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო” – ბაღებში მომხდარ ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,,გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს”, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან. ,,განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ… The post ,,ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო” – ბაღებში მომხდარ ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MT…
პირველწყარო →