,,ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ტრიადის გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია. მისი თქმით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა, ხოლო შეიარაღების პროგრამების განხორციელებისას გაგრძელდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვაც. პუტინის განცხადებით, პროგრამის მიმართულებები განისაზღვრა მსოფლიოში არსებული ვითარებისა და უკრაინაში ომის გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან, სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო „ფართოვდება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის“. მისივე თქმით, „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადება“. პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ევროპელი ლიდერები საკუთარი დაცემული რეიტინგების გადარჩენას და ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების დაფარვას ცდილობენ.… The post ,,ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა” – პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →