სიახლე
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანი დააკავეს
მედიაცენტრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. The post სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.