“ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს” -ევროკავშირი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გაერთიანების სახელით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, მის შედეგებს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. „ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს… The post “ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს” -ევროკავშირი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →